Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 

2010 წლის10-11 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო “შერატონში”იმართება კონფერენცია თემაზე “ჯანდაცვის რეფორმა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის კვლევის შედეგები”.
 
კონფერენციის პირველი ნაწილი დაეთმობა იმ ძირითად გამოწვევებს და რისკებს, რომლებიც მიმდინარე ჯანდაცვის რეფორმას უკავშირდება და წარმოდგენილი იქნება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის კვლევის შედეგები. აღნიშნული კვლევა განხორციელდა  თბილისში და  მისი მიზანი იყო შეესწავლა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის  ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების  ხელმისაწვდომობის  სხვადასხვა ასპექტები (ფინანსური, გეოგრაფიული, ინფორმაციული) და  შეემუშავებინა რეკომენდაციები პროგრამის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით.
 
ხოლო კონფერენციის მეორე დღე  ეთმობა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობას და წარმოდგენილი იქნება აჭარასა და სამეგრელოში ჩატარებული სამეანო მომსახურების ხელმისაწვდომობის კვლევის შედეგები.
 
კვლევა განხორციელდა პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ეფექტური განვითარება და ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდა საქართველოს ღარიბი მოსახლეობისათვის" ფარგლებში.
 
აღნიშნული პროექტი დაფინასებულია ევროკავშირისა და ოქსფამ-დიდი ბრიტანეთის მიერ.