|
კოალიცია “მომავალი სიღარიბის გარეშე” 2005 წელს ჩამოყალიბდა და დღეისათვის 30-ზე მეტ ორგანიზაციას, საინიციატივო ჯგუფსა და ფიზიკურ პირს აერთიანებს. ალიანსი მოითხოვს, რომ საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტულად აღიაროს ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევა და ამ მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების 2015 წლამდე შესასრულებლად მიმართოს ქმედით ღონისძიებებს. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს ნება და შესწევს ძალა შეასრულოს სიღარიბის დასაძლევად ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები.
ამავდროულად, კოალიცია ოქსფამ დიდი ბრიტანეთისა და ოქსფამ ნოვიბის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს კამპანიური ხასიათის პროექტს “ჯანდაცვა ყველასათვის”, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საქართველოს ყველა მოქალაქისათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემით უზრუნველყოფა
მომავალი სიღარიბის გარეშე კოალიცია ოქსფამ დიდი ბრიტანეთისა და ევრო კავშირის ფინანსური მხარდაჭერით ასევე ახორციელებს პროექტს “სამოქალაქო საზოგადოების ეფექტური განვითარება და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საქართველოში”რომლის მიზანია ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის გაძლიერება და მათი შესაძლებლობების განვითარება; ტრენინგების და სემინარების ჩატარების გზით, რათა მათ ჩვენთან ერთად (პროექტის შემდგომ დამოუკიდებლად), აქტიური მონაწილეობა მიიღონ იმ პროცესებში, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ღარიბი მოსახლეობისათვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.
კოალიცია “მომავალი სიღარიბის გარეშე” ასევე არის სიღარიბის დაძლევის გლობალური მოძრაობის ნაწილი და მისი საქმიანობა განიხილება საერთაშორისო დონეზეც. ამ ეტაპზე კოალიცია შედის “ქალთა საერთაშორისო კაბინეტის W8”-ის შემადგენლობაში და წარმოადგენს საქართველოს, მსოფლიოს შვიდ სხვა სახელმწიფოსთან ერთად. იგი კოალიციისა და სამოქალაქო საზოგადოების სახელით თანამშრომლობს ევროგაერთიანების და დიდი რვიანის ქვეყნების მთავრობებთან მსოფლიოში სიღარიბესთან დაკავშირებული პრობლემატიკის საკითხებზე.
როგორც ნელსონ მანდელამ თქვა `სიღარიბე ადამიანის მიერ არის შექმნილი და მისი დაძლევა და საბოლოო აღმოფხვრა შესაძლებელია ადამიანების მიერ!
ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ეს რეალობა!
კოალიციის წევრი ორგანიზაციები:
|